ანრი ოხანაშვილი - ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ნიკანორ მელიას ჰქონდა დაკისრებული სასამართლო წესით

ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურტურის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციაა .

„ ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს - ნიკანორ მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ხომ ყველამ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება?! ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როცა პირს, ვისაც დაკისრებული აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს პროკურატურა უფლებამოსილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე იშუამდგომლოს სასამართლოსთან შესაბამისი პირობით. ასე, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პასუხისმგებლობა რა სახის იქნება და რას მოითხოვს პროკურატურა, ეს არის პროკურატურის შეფასების საგანი, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. ამიტომ მე დამატებით მსჯელობაში ვერ შევდივარ. შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, ეს არის აბსურდი, ვინაიდან ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დემონსტრაციულად არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელსაც, როგორც ჩანს, იყენებს ხელისუფლება,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა