ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - სცენარი, რა შეიძლება მათ გააკეთონ, ეს არის დესტრუქცია

სცენარი, რა შეიძლება ოპოზიციამ გააკეთოს, ეს არის დესტრუქცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს რაიმეს დაგეგმვას ოპოზიციის მხრიდან.

„მე არ ვიცი, არ ვარ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, როგორც ჩანს, თქვენც არ გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია რაიმე იგეგმებოდა. ამ ოპოზიციურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი დემოკრატიული მექანიზმი ხელში არ აქვს, არ აქვს ხალხის ნდობა იმ ოდენობით, რომ იყოს ხელისუფლებაში. ისინი ამას ვერ ეგუებიან. ამიტომ სცენარი, რა შეიძლება მათ გააკეთონ, ეს არის დესტრუქცია. მე არ გამოვრიცხავ, რაიმეს დაგეგმვას, თუმცა, ვერ დავადასტურებ, არ მაქვს ეს ინფორმაცია და ვერ შევდივარ ამ ინფორმაციის შეფასებაში, ვინაიდან არ მაქვს წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, რაც შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სცენარი, რა შეიძლება მათ გააკეთონ, ეს არის დესტრუქცია - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა