აქციის პარალელურად, ცესკო-ს შენობაში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

ცესკო-ს შენობაში, შენობასთან მიმდინარე ოპიზიციური პარტიების წარმომადგენლების აქციის პარალელურად, საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა უცხოელი მონაწილეების ნაწილმა უკვე დატოვა, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი შეხვედრის დეტალებზე არ გაუკეთებიათ.

ამასთან, ცესკო-ს შენობის ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დამატებითი ნაწილის მობილიზება მოხდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპიზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილი, კვლავ რკინის ბარიკადებია აღმართული.

ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა