სებასტიან კურცი - ეს არ არის ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ეს არის ბრძოლა ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის

ეს იყო თავდასხმა ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაზე, მაგრამ ჩვენს ღირებულებებს დავიცავთ, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა დღეს განაცხადა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას მიმართა.

„მტერს – ისლამისტურ ტერორს - ჩვენი საზოგადოების გახლეჩა სურს, მაგრამ ჩვენ ამ სიძულვილს გასაქანს არ მივცემთ. ეს არ არის ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმებს, ან ავსტრიელებსა და მიგრანტებს შორის, ესაა ბრძოლა ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.

მისივე თქმით, ავსტრიის რესპუბლიკა და მისი ხალხი სასტიკი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

შეგახსენებთ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე – ორი ქალი და ორი მამაკაცი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხდარი თავდასხმა სულ მცირე ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა განახორციელა. მისივე თქმით, პოლიციამ მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო. მედიის ინფორმაციით, დაშავებული 15 ადამიანიდან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

იხილეთ ვიდეო: სებასტიან კურცი - ეს არ არის ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ეს არის ბრძოლა ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა