გია ვოლსკი - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა

გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მთლიანად ქართველ ერს აგინებს, - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ვოლსკი „მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, „უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა“.

„საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს. მეორე საკითხია თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც თქვა სააკაშვილმა! იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც... ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის" ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ "უპრეცედენტო ერთსულოვნების" დემონსტრირებას ახდენენ)“, - წერს გია ვოლსკი.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისათვისაა მობილიზებული.

“მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატოსა თუ ევროკავშირისა და ეუთოს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების მიერ არჩევნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით - კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, - აცხადებს გია ვოლსკი.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს