მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას თბილისში, თბილისის შემოგარენში, წილკანში, წეროვანსა და კოდაში ეწევიან.

განაცხადების მიღება, როგორც დევნილთა სააგენტოში (თამარაშვილის ქ. N15ა), ასევე ელექტრონულ ფოსტაზე - info@idp.gov.ge 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა