ადვოკატი - სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე - ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „სამართლებრივ აბსურდშია” შესული.

მისივე თქმით, პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლოში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთმნიშვნელოვნად განმარტებულია, რომ თუკი ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო უფრო მკაცრ ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია, ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არა თუ საზღვრის კვეთა, მას ჩამორთმეული აქვს ელემენტარულად სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიება რომ არ მუშაობს, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება.

უბრალოდ ახლა დადგა პოლიტიკურად იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. როგორც იურისტი, ყოფილი პროკურორი და ლექტორი, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაში იგულისხმება გირაოს გაუქმება და პატიმრობა. პირდაპირაა ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული - ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება თავად ნიკა მელია პროცესს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება ჩამორთმეული აქვს.

ნიკა მელია არის გაძევებული და მას არ აქვს უფლება სასამართლო პროცესზე დასწრების. მე ვარ ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი და სრულიად საკმარისია პროცესისთვის, რომ ადვოკატი იყოს წარმოდგენილი”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა