ადვოკატი განმარტავს, რატომ არ ესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, რატომ არ ესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება ჩამორთმეული აქვს.

ნიკა მელია არის გაძევებული და მას არ აქვს უფლება სასამართლო პროცესზე დასწრების. მე ვარ ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი და სრულიად საკმარისია პროცესისთვის, რომ ადვოკატი იყოს წარმოდგენილი”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვს. კერძოდ კი, არსებული 30 000-ლარიანი გირაო 100 000-მდე გაიზარდოს და საბოლოო ჯამში, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდოს. პროკურატურა ასევე ითხოვს, საგამოძიებო ორგანოს წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის კვეთაც.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება და მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება