გლდანის N8 დაწესებულებაში გიორგი რურუა პატიმრების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოიკითხა

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოკითხვა დასრულდა.

გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტურ ზომებს მიიღებს.

,,კონკრეტული გამომძიებელი, რომელიც დღეს იმყოფებოდა საგამოძიებო მოქმედებაზე სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ სამწუხაროდ ასეთ შემთხვევებში რიგითი გამომძიებლები არ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვა დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ მგონია ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, თავად გიორგი რურუას პოზიციაა, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა.

,,ის თავდამსხმელები მოქმედებდნენ უბრალოდ ხელისუფლების დავალების შესასრულებლად, შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მათ ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს გიორგი რურუა და ახლა უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. თავად გიორგი რურუას პოზიციაც იყო, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი რურუაზე პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: გიორგი რურუა მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოიკითხა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა