ავსტრიის შს მინისტრი - თავდასხმაში ეჭვმიტანილი ​ჯიჰადისტებთან და „ისლამურ  სახელმწიფოსთან“ გაწევრიანების მცდელობებისთვის იყო ​ნასამართლევი, 22 თვე მიესაჯა და ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ვენაში მომხდარი თავდასხმის შესახებ მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის თქმით, ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა - 22.

„სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ ვენაში მომხდარი ტრაგიკული ტერორისტული აქტის მსხვერპლთა შესახებ მონაცემების კორექტირება: დამნაშავემ მოკლა ოთხი ადამიანი და ახლა ვიცით, რომ 22 ადამიანი დაშავდა. არის 20 000 ვიდეო. ფედერალური კრიმინალური პოლიციის და შიდა დაზვერვის სამსახურის ექსპერტები ამჟამად ყველა ამ ვიდეოს აფასებენ და მათი უკვე 50% ნანახია. მაგრამ შეფასება არ დასრულებულა. ამავდროულად, უკვე შეფასებულ ვიდეოებზე არ არის ნაჩვენები, რომ იქ იყო მეორე ბოროტმოქმედი“, - განაცხადა მინისტრმა.

მან დაადასტურა, რომ 20 წლის თავდამსხმელს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა - ავსტრიის და ჩრდილოეთ მაკედონიის. კარლ ნეჰამერმა აქვე განმარტა, რომ გაჩხრიკეს დამნაშავის სახლი და რეიდები 18 ადგილას ჩატარდა, ეჭვმიტანილთან დაკავშირებული 14 პირი კი დააკავეს, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობს.

„ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი იყო. ის გაასამართლეს ჯიჰადისტებთან გაერთიანების და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მცდელობებისთვის. იმ დროს მას მიესაჯა 22 თვე და სასამართლომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, თავდასხმისას პირველი გასროლა მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 8:00 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმმა კი თავდამსხმელის განეიტრალება 9 წუთში შეძლო.

შეგახსენებთ, მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენაში 2 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის დროს ლიკვიდირებული შეიარაღებული პირი ავსტრიის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი 20 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც „ალბანური ფესვები“ ჰქონდა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ჩრდილოეთ მაკედონიიდან იყვნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა