ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - უკიდურესად შოკირებული ვარ, ციხეში გიორგი რურუაზე სასტიკი თავდასხმისა და ცემის ფაქტით

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიორგი რურუაზე პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

იგი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს მოუწოდებს ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენონ.

„უკიდურესად ვარ შოკირებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც გიორგი რურუას ციხეში სასტიკად დაესხნენ თავს და სცემეს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მე მოვუწოდებ ჯოზეფ ბორელის და ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. ევროკავშირის დიპლომატებმა უნდა მოინახულონ იგი და სიტუაცია შეაფასონ“, - წერს იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

როგორც ცნობილია, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილე, გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი რურუაზე პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო