CNN - ვერმონტში ჯო ბაიდენი იმარჯვებს

CNN- ის პროგნოზით, "დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ვერმონტის შტატში იმარჯვებს.

ვერმონტი აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში სამ ხმას უზრუნველყოფს.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამერიკელმა ხალხმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის უნდა გააკეთოს. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს.

საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

პრეზიდენტის არჩევის გარდა, დღეს ამერიკელი ამომრჩეველი იმასაც გადაწყვეტს, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა