უნგრეთში ბარები იხურება და ღამის ე.წ. კომენდანტის საათი წესდება

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით უნგრეთში დღეიდან ბარები და გასართობი დაწესებულებები იხურება და ღამის ე.წ. კომენდანტის საათი წესდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში "სპეციალური სამართლებრივი წესრიგი" წესდება და მთავრობა პარლამენტს მისი 90 დღით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში სკოლები კვლავ ღია რჩება. ამ ეტაპზე მთავრობა არც მაღაზიებისა და რესტორნების დახურვას გეგმავს.

ამასთან, პირები, ვინც პირბადის ტარების წესებს დაარღვევენ, მკაცრად დაჯარიმდებიან. წესების დამრღვევ რესტორნებსა და მაღაზიებს კი დახურვა ემუქრებათ.

ცნობისათვის, უნგრეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 3 989 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 84 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 86 769 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 973 ადამიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო