სომხეთის თავდაცვის უწყება - ქალაქ შუშის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფის განეიტრალების ოპერაცია მიმდინარეობს

ქალაქ შუშის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფის განეიტრალების ოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

დღეს დილით არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებული ძალები 08:05 საათიდან ტერტერისა და აღჯაბედის რეგიონების რამდენიმე სოფელს ბომბავენ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს