“ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღევანდელი შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეეხება. მმართველი გუნდიდან შეხვედრას ესწრებიან არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი და კახა კუჭავა.

ცნობისთვის, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა