ბექა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება კომისიებში ხმის დათვლის პროცედურის მანიპულირების საფუძველზე დააგვირგვინა

პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება კომისიებში ხმის დათვლის პროცედურის მანიპულირების საფუძველზე დააგვირგვინა, - ამის შესახებ ნაცვლიშვილა პარტიის ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოხდეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"ცხადია, რომ არჩევნები გაყალბდა არა მხოლოდ ხმების დათვლის პროცესში, არამედ წინააარჩევნო პერიოდშიც. ადგილი ჰქონდა, როგორც ადამიანების სიღარიბით მონიპულირებისა და მოსყიდვის უამრავ ფაქტს, ასევე საჯარო მოხელეების დაშინებას. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი გადალახა და არჩევნების გაყალბება სწორედ კომისიებში ხმის დათვლის პროცედურის მანიპულირების საფუძველზე დაგვირგვინდა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს