სერგი კაპანაძე ოპოზიციის შანტაჟად აფასებს გამოკითხვის ჩატარებას საკითხზე, უნდა შეუწყდეს თუ არა სახელმწიფო დაფინანსება პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ოპოზიციის შანტაჟად მიიჩნევს გამოკითხვის ჩატარებას საკითხზე, უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტში შესვლასთან დაკავშრებით ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე.

„ამ თემაზე ივანიშვილმა გასცა დავალება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და მისმა დაქირავებულმა ექსპერტებმა ეს თემა აწიონ იმისთვის, რომ გარკვეული შანტაჟი მოუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ შედიან პარლამენტში. მას ჰგონია, რომ ასე დააშანტაჟებს პოლიტიკურ პარტიებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ეტყვის პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ შეხვალთ პარლამენტში, მაშინ შეგიწყდებათ დაფინანსებაო, პარტიები გადაიფიქრებენ და შევლენ პარლამენტში და დათანხმდებიან არჩევნების გაყალბებას. გასაგებია ასე რატომ ფიქრობს - იმიტომ, რომ ასეა მენტალურად მოწყობილი თვითონ, მას ჰგონია, რომ შანტაჟი ყოველთვის მუშაობს. ასე იშოვა თავის დროზე ფული, ასე მართავს თავის პარტიას და ასე უნდა რომ მართოს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ეს არ გამოუვა. ივანიშვილს თუ უნდა, რომ შეუწყვიტოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ეს შეუძლია გააკეთოს, ოღონდ შანტაჟით თუ დაგველაპარაკება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. მისი გადასაწყვეტია, მას აქვს ახლა ერთპარტიული, თურქმენბაშის ტიპის პარლამენტი და რაც უნდა, ის გააკეთოს. შეუძლია პარტიების დაფინანსება შეწყვიტოს, შეუძლია დაიჭიროს პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ამის შესაძლებლობები ისედაც ჰქონდა ყოველთვის. იმსახურებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას - ამ დისკუსიაში არ ვაპირებ მასთან შეყოლას. როგორც გადაწყვეტს, ისე გააკეთოს, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ეს რაღაც ფინანსური ნაწილი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. ინტერაქტივის შეკითხვა იყო - უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა