თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის მიერ გამოვლენილი დარღვევების და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით 1216 საჩივარია შეტანილი

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებზე ბლოკის მიერ გამოვლენილი დარღვევების და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით 1216 საჩივარია შეტანილი.

„მივმართავ, ირაკლი კობახიძეს. მე, თამარ კორძაია არ ვებრძვი პატარა ადამიანებს და პატარა კაცებს, უბრალოდ, მეცოდებიან. რაც შეეხება, ბულინგის თემას, ჩვენი ბლოკის მხრიდან. ვის დავაბულინგებთ ამასთან დაკავშირებით ამ ბრიფინგზე გავაკეთებ განცხადებას.

ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოს და ორგანიზაციას, ის რაც ხდებოდა არჩევნების დღეს და რაც არჩევნების შემდეგ ხდება, ენით აღუწერელი დარღვევები და დანაშაულებებია.

დანაშაულებრივ ქაოსში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაასწორა მონაცემები. ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომლითაც ხსნის, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შეიძლება იყოს მართალი, იმიტომ, რომ დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოლქებში გაყალბებულ მონაცემებს. დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს. სახეზეა მთელი დანაშაულებრივი ქაოსი, რაც საქართველოში ხდება.

ბლოკის მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად შემაჯამებელი ოქმების გაუქმების და გადათვლის, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევების და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით შეტანილია 1216 საჩივარი. ეს არის საარჩევნო უბნების 1/3. ჩვენ ვითხოვთ, იქ, სადაც მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობა, სრულად ბათილობას. ვითხოვთ ხელახალ გადათვლას იქ, სადაც არის შანსი ხმები იყოს გადათვლილი და ზუსტი მონაცემი დადგინდეს“,-განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, თამარ კორძაია აცხადებს, რომ დღეს პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე 20 საჩივარს შეიტანენ.

„ხელმოწერების გაყალბებაზე შეგვაქვს 20 საჩივარი, იმიტომ, რომ შესწორების ოქმებსა და შემაჯამებელ ოლქებში არსებული ხელმოწერებით, ვიზუალური დათვალიერებითაც ჩანს რომ გაყალბებულია“,-აცხადებს კორძაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს