BTU-ში ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი იწყება

მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და Deeptech გადაწყვეტილებები, კვლევები და პროექტები სხვადასხვა სექტორებში ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დისტანციურ ფორმატში იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების და მეცნიერების პოპულარიზაციას, ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას თანასაზოგადოებისთვის.

ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიება პარალელურ რეჟიმში გაიმართება:

  • 18 ნოემბერი 19:00 საათი - მსოფლიოს მოწინავე ტექბრენდების უახლესი მიღწევების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის პრეზენტაცია;
  • 19 ნოემბერი 19:00 საათი - TechTalks/Workshops - გლობალური პანდემიის ფონზე განვითარებული ტექნოლოგიური ტრენდების განხილვა;
  • 3 დეკემბერი 19:00 საათი - ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე კვლევების წარდგენა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ანალიზი სხვადასხვა სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მედია, სამართალი, ენერგეტიკა, კულტურა და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობენ: მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები.

ტექნოლოგიების ფესტივალზე დასწრება ყველას შეუძლია. დასასწრებად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება