მიხაელ ზიბერტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოსგან არჩევნების მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ელოდება.

„საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იქნება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს,“ – წერს გერმანელი დიპლომატი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა