უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტაილანდში ვიზიტისას კორონავირუსი დაუდასტურდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედიის ინფორმაციით, პიტერ სიიარტო ოფიციალური ვიზიტით ტაილანდში იმყოფება, სადაც მასსა და უნგრეთის დელეგაციის კიდევ 12 წევრს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ.

ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის, ანუთინ ჩარნვირაკულის ცნობით, დადებითი პასუხი მხოლოდ პიტერ სიიარტოს დაუდასტურდა და მკურნალობის მიზნით ის ტაილანდის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტში იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით უნგრეთში დღეიდან ბარები და გასართობი დაწესებულებები დაიხურა და ღამის ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 86 769 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 973 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს