არჩილ თალაკვაძე - საზოგადოების გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში

პარტიების დაფინანსება ეს არის ხალხის ფული და რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეუწყდეს თუ არა დაფინანსება იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრს დააკვირდება და გაითვალისწინებს, რა იქნება მათი "დაკვეთა".

„საზოგადოებამ იცის, მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედახედველობა როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. შესაბამისად, ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით. დავაკვირდებით, თუ რა იქნება ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე ტურთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და ოპოზიციის შიშით ახსნა ის, რომ ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

„გვაქვს შემდეგი ვითარება: ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ნაწილი, ვისაც მეორე ტურში უნდა მიეღო მონაწილეობა, პროპორციული სიით უკვე არის შესული პარლამენტში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მათ მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვთ. შესაბამისად, ამ საკითხს აფორმებენ ისე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ. იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და ურჩევნიათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა