არჩილ თალაკვაძე - არჩევნების შედეგებზე თავდასხმა, ეს არის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე

ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მთავარი „დემოკრატიული“ ლოზუნგია - „არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული“, ეს არის მათი მთავარი პრეზუმფცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქვს პროტესტის სურვილი, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და მას ვერავინ გასცდება.

თალაკვაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდნენ რას ემსახურებიან ოპოზიციური პარტიები და აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე თავდასხმა რუსეთის ინტერესებშია.

„ისინი ამბობენ, რომ თუ არჩევნებში ისინი არ გაიმარჯვებენ, ისე ეს არ არის დემოკრატიული. რა თქმა უნდა, ასეთ მიდგომა აბსოლუტურად გაუმართლებელია. გუშინ ჩვენ ვნახეთ ცესკო-სთან საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ ცესკო-ს წინ აღმართულ კარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას და ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას. საქართველოში გადაწყვეტილებებს საზოგადოება იღებს მხოლოდ არჩევნების გზით. თუ ვინმეს აქვს პროტესტის სურვილი, სურს თავისი მოსაზრება გამოთქვას, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და მას ვერავინ გასცდება. დემოკრატიაზე თავდასხმა, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა, ეს არის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე, თუ რას ემსახურებიან ის რადიკალური პარტიები, რომლებიც ამ სცენარს უწევენ მხარდაჭერას,“- აცხადებს თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა