ირაკლი კობახიძე - ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება

ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და როგორ წარმოჩინდება ეს საერთაშორისო ასპარეზზე, კობახიძემ უპასუხა, რომ დარწმუნებულია, პარლამენტი ერთი პარტიით არ დაკომპლექტდება.

„ერთი პარტით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, -განაცხადა კობახიძემ.

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეეხო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა