მაია ბითაძე - ეცდებიან, რომ კიდევ უფრო აწიონ ტემპერატურა-ოპოზიციის ფუნქცია არ არის ყვირილი, რევოლუციისკენ მოწოდება, მათი ფუნქციაა, შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში

ოპოზიციის ფუნქცია არ არის ყვირილი, რევოლუციისკენ მოწოდება, მათი ფუნქცია, როგორც არჩეული დეპუტატების არის ის, რომ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში და იმუშაონ იმ პროგრამაზე, რომელიც ჩვენ ერთად მიგვიყვანს საქართველოს წარმატებისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მიცემულ მანდატს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის გაუარესებული ქვეყანაში. იმ ფონზე, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა ჩვენი პარტნიორი არჩევნებს აცხადებს, როგორც კონკურენტულ არჩევნებს, ჩვენ ვართ ამ დესტრუქციული ქმედებების მომსწრე, მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ვერნაირად ვერ გადალახავდნენ ბარიერს, იმ ცვლილებების გარეშე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ამ ეთერიდან მინდა მოვუწოდო როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციის ამომრჩეველს, დამშვიდნენ, დაწყნარდნენ და ის სიცრუის ტირაჟირება, რომელსაც ჩვენ ეთერებიდან ვისმენთ, არის კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არასერიოზულად უდგება ოპოზიცია იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც საქართველოში დამყარდა, რომლის გაძლიერებასაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს. ის გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის ოპოზიციისთვის დიდი გამოწვევა, რომლის გადაფარვას ისინი ამ მანიპულაციებით, ამ აჟიოტაჟით და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ. ვფიქრობ, შეეცდებიან, რამდენიმე დღეში ეცდებიან, რომ კიდევ უფრო აწიონ ტემპერატურა“, - განაცხადა ბითაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს