ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტაივანში გამართულ საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის „ICCA“ 59-ე ონლაინ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა, 100 -ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოდან კონგრესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან მოლაპარაკებები გამართეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გეგმების შემუშავებას და დარგის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანას.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესებისა დაკონვენციების ასოციაცია „ICCA“ შეხვედრების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და საქართველო ყოველწლიურ კონგრესზე მესამედ არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, საქართველოში საქმიანი ტურიზმისგანვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მიზანია, საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 63 წევრი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანიების აერთიანებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა