მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს - როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, რადგან იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე

მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს, როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითად მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კოვიდ 19 არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილიც მათ რიცხვს შეუერთდა.

„როცა უნდა მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს, კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება და ამასაც ტყუილს ამბობენ და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, რადგან იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე. ერთადერთი ეს მიზანი აქვთ - ქვეყნის ასარევად იქნებ ვინმეს არ შეეშინდეს და ცოტა მეტი - რამდენიმე ასეულით მეტი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, ამიტომ ცდილობს, რომ ეს პრობლემა საერთოდ პრობლემად არ ჩათვალოს და თითქოს კოვიდი საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არის და მათ რიგებს შეუერთდა ახლა მიხეილ სააკაშვილი, რომ 300 ან 600 ადამიანით მეტი მივიდეს აქციაზე ქვეყნის ასარევად,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა არ შეეშინდეთ და აქციაზე მივიდნენ. მისი თქმით, მან თავად გადაიტანა ეს ვირუსი უსიმპტომოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო