მამუკა მდინარაძე პარტიების დაფინანსებაზე - სამსჯელო საკითხია და დღეს ვერ გადაწყდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიქრი იმაზე, რომ პარტიებს, ვინც პარლამენტშიარ შედის, დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთს შესაძლოა, ლეგიტიმურიც იყოს.

ამის შესახებ მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და მისმა ლიდერებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომ პარლამენტში არ შემოვლენ, თუ ვინმემ იფიქრა, რომ დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთ, ეს შეიძლება აბსოლუტურად ლეგიტიმურიც იყოს, თუმცა ეს სამსჯელო საკითხია და დღეს ვერ გადაწყდება”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. ინტერაქტივის შეკითხვა იყო - უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია