ხათუნა გოგორიშვილი - საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს“ გადაწყეტილება არ შეიცვლება, რადგან ეს არჩევნები არ იყო

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს“ გადაწყეტილება არ შეიცვლება, რადგან ეს არჩევნები არ იყო, - აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

“ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - შედეგი, რაც ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წერია, ქართველი ხალხის ნება არ არის. ეს არის “ქართული ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. შეგიძლიათ ნახოთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რას აანონსებდა სპიკერი კობახიძე არჩევნების დღესა და წინა დღეს. ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი, მაგრამ ცოტა “იაღლიში“ მოუვიდათ, რადგან 100 მანდატს ამბობდნენ და მაქსიმუმ 91 ექნებათ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი “ქართული ოცნება“ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მათი ნამდვილი სახის გამოჩენა იქნება, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე.

“მესმის, რომ მათთვის ყველაფერი ფულით იზომება. რომ არა ფული, რომ არა საკუთარი კეთილდღეობა და "ბასეინებში" ჩასხმული წყალი, ვერ წარმომიდგენია ნორმალურ ადამიანს რა საერთო შეიძლება ჰქონდეს “ქართულ ოცნებასთან“. მათ ჰგონიათ, რომ როგორც მათთვის არის ყველაზე მთავარი ფული, სხვებისთვისაც ასეა - ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმისთვის, რომ გაგვისკდება გული, თუ დაფინანსებას არ მოგვცემენ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო