ელენე ხოშტარია - "ქართული ოცნება" ცდილობს, დაფინანსების საკითხით ოპოზიციის ერთიანობაში ხინჯი შემოიტანოს, რაც გამორიცხულია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს პარტიების დაფინანსების საკითხით ოპოზიციის ერთიანობაში შემოიტანოს ხინჯი, რაც გამორიცხულია. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის ერთობას ფინანსებთან კავშირი არ აქვს.

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ძალიან დაშინებულია იმ ერთიანობით, რომელიც არის ოპოზიციაში. შესაბამისად ისინი ცდილობენ, მათ შორის, დაფინანსების საკითხით ერთიანობაში შემოიტანონ რაღაც ხინჯი, ან ზეწოლა მოახდინონ ოპოზიციის პოზიციაზე, რაც გამორიცხულია. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად პრინციპულ საკითხზე არჩევნების, ხალხის ნების გაყალბებაზე და არალეგიტიმურ არჩევნებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის დაფინანსებასთან, ვერანაირი ფინანსებით ეს პოზიცია ვერ შეიცვლება",-განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ვინც პარლამენტში არ შევა, „ლოგიკურს“ უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.

მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს. მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პარტია“. ამ დროისთვის უცნობია პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პოზიცია, რომელსაც ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა