ელენე ხოშტარია - ვაკის ოლქში 3989 ბათილი ბიულეტენია, ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც უჩვეულოა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ვაკის ოლქში 299 ბიულეტენია გამქრალი.

ელენე ხოშტარიას თქმით, აღმოჩენილია გაყალბებული ხელმოწერაც.

„საგანგაშოა ბათილების რაოდენობა, ვაკის ოლქში 3989 ბათილი ბიულეტენია, რაც უბანზე საშუალოდ არის 50 ბათილი, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, 7% გამოდის, რაც უჩვეულოა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი, სპეციალურად არ აწერდნენ ხელს ან არ ურტყავდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს.

აღმოჩენილია გაყალბებული ხელმოწერა, ჩვენი ორი წარმომადგენელის შესწორების ოქმზე. ჩვენი ორი წარმომადგენელი უარყოფს, რომ იქ ფიზიკურად იყვნენ და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი შესწორების ოქმზე. მას შემდეგ რაც უთხრეს, რომ ისინი ფიზიკურად იქ არ ყოფილან, პასუხად მიიღეს, რომ არ შეაწუხეს და მათ მაგივრად მოაწერეს ხელი. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, საარჩევნო უბნებზე ე.წ. სომხური კარუსელის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს.

„საგანგაშო ციფრია, 299 ბიულეტენი არის გამქრალი. მათ შორის 1 უბნიდან 10-11-12-15 ბიულეტენია გამქრალი. ეს საფუძვლიანი ეჭვია ე.წ. სომხური კარუსელისა“, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა