კახაბერ კუჭავამ საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელზეც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგასთან, საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერ, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემატიკაზე. კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ლეტიცია სენ-პოლიმ კახაბერ კუჭავასა და მის პოლიტიკურ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

ონლაინ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ მოცემულობას კოვიდ ინფექცია კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ კლინიკებში სამედიცინო დახმარების მიღებისა და მკურნალობის საშუალება არ ეძლევათ.

"მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ. კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ის გადამწყვეტი როლი, რომელსაც თამაშობს საფრანგეთის მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა.

შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სამომავლოდ ორმხრივი შეხვედრების და სამუშაო ვიზიტების გამართვა გაგრძელდება. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისა და მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროპელ კოლეგებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელება და კონკრეტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს