ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარტოფილი მიიტანეს

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების ისნის საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტომრით კარტოფილი მიიტანეს და შენობასთან დაყარეს.

ადგილზე ოპოზიციის წევრები ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა მივიდნენ.

აქციას "სტატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" აქტივისტები მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა შიგნით შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს, რომელიც შენობის შესასვლელთანაა მობილიზებული.

ხატია დეკანოიძე მიმართავს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ შენობასთან მდგარ აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდეს და გაესაუბროს.

"გადაწყვიტეს რომ ჩვენი საჩივრები არ განიხილონ ასეთი მითითება აქვთ ისანში არსებულ გაყალბებაზე. ყველა უბანზე აკლია ბიულეტენები.

გამყალბებლებო, მოიპარეს საქართველოს არჩევანი. მაინც დავიცავთ ამ არჩევნებს, მაინც ჩატარდება ახალი არჩევნები და მაინც ჩამოიშლება ბიძინა ივანიშვილი",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აქტივისტები სკანდირებენ "გამყალბებლებო".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო