ანზორ ბიწაძის ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე მათი პარტიის წევრი დააკავეს

"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან მათი სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე დააკავეს.

როგორც ბიწაძემ განაცხადა, თავართქილაძეს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

"სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე, რომელსაც შემაჯამებელი ოქმის დაწერამდე იცავს დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტი", - განაცხადა ბიწაძემ.

"ინტერპრესნიუსი" დაკავებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს