დავით ჭიჭინაძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა საშუალება არ მისცეს

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების ისნის საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მივიდა და შენობაში შესვლა მოითხოვა.

მან ადგილზე მყოფ პოლიციას განუმარტა, რომ საჩივრების განხილვაზე დასასწრებად მივიდა, რისი უფლებაც, როგორც მოქმედ დეპუტატს აქვს. ამის მიუხედავად, პოლიციამ ჭიჭინაძე შენობაში არ შეუშვა.

ჭიჭინაძის მისვლამდე კომისიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ ოპოზიციის სხვა წევრები, ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა, თუმცა შესვლის უფლება არც მათ მიეცათ.

აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტომრით კარტოფილი მოიტანეს, რითაც განმარტეს, რომ ამგვარად "2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა