შსს-ს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს, პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა