ხატია დეკანოიძე - ისნის საოლქო კომისიაში არ შეგვიშვეს და ჩვენს დამკვირვებლებსაც იქიდან აძევებენ

"ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე “მასიური კარუსელი დატრიალდა, - ამის შესახებ დეკანოიძემ ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგების ისნის საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს.

დეკანოიძემ საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრება მოითხოვა, თუმცა სამართალდამცავებმა არ შეუშვეს.

“ისანში, 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი ისანში და 81-ვე ოქმზე აკლია ბიულეტენები. მასიური “კარუსელი” დაატრიალეს და მასიური გაყალბება იყო. ჩვენ დღეს მოვედით, რომ დავესწროთ ჩვენი საჩივრების განხილვას, ჩვენ გვაქვს წარდგენილო საჩივრები ყველა პარტიას, ვინც კონკურენტები ვიყავით აქამდე და დღეს ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები. ჩვენ არ შეგვიშვეს და ჩვენს დამკვირვებლებსაც აძევებენ იქიდან. დღეს მოვიდა ცესკოდან პირდაპირ დავალება, რომ არცერთი საჩივარი აღარ განიხილონ, ამიტომ შიგნით სრული განუკითხაობაა, პატრული დააყენეს სამ წყებად და მასმედიას გთხოვთ, რომ დაესწროთ ამ საჩივრების განხილვას. პასუხი არ აქვთ, რატომ არ გვიშვებენ. იცავენ უკანონობას. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არცერთი საჩივარი არ განიხილონ. ხმებია მოპარული, აორთქლებული, მოპარული, ჩაყლაპული”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს