ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილო, დაგიჯდება ფასად უნამუსო თაღლითობა, რაც არჩევნებზე ჩაიდინე!

ბიძინა ივანიშვილო, დაგიჯდება ფასად ეს უნამუსო თაღლითობა, რაც ჩაიდინე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პოლიციის განყოფილებასთან განაცხადა, სადაც მათი პარტიის წევრები არიან დაკავებული.

ბურჯანაძის თქმით, მათი პარტიის წევრებს არაფერი დაუშავებიათ. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულები - ოთარ თავართქილაძე და გოგი ომანაძე ძალის გამოყენებით გამოაძევეს კომისიის სხდომიდან, სადაც ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავდნენ.

“ქურდს ქუდი ეწვისო, ნათქვამია. თუ არ ეშინიათ, რატომ არ აძლევენ უფლებას? ირაკლი ჭყოიძე არის ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში, მას აქვს უფლება კომისიაში მივიდეს და დაესწროს დათვლის პროცესს და ოქმის გაფორმების პროცესს. რატომ არ აძლევენ უფლებას თუ მათ არაფრის ეშინიათ? ასევე კომისიის მეორე წარმომადგენელი გოგი ომანაძე ძალის გამოყენებით გამოაგდეს. არაფერი ამ ადამიანებს არ დაუშავებიათ. დააკავეს გოგი ომანაძე, ასევე ჩვენი თბილისის შტაბის უფროსი ოთარ თავართქილაძე. უნდა ვთქვა, რომ პოლიციელები ძალიან კორექტულად იქცევიან. იქ როგორ იქცეოდნენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ აქ კორექტულები არიან. ჩვენც არ ვაპირებთ პოლიციის შტურმით აღებას ნამდვილად. მოვიკითხეთ ჩვენი დაჭერილი აქტივისტები და წევრები და ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე ისინი არ გათავისუფლდებიან. ბიძინა ივანიშვილო, დაგიჯდება ფასად ეს უნამუსო თაღლითობა, რაც ჩაიდინე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ვის სისხლზეც მოხვედი 2012 წელს შენ და მაიმუნი კობახიძე, რომელიც 2011 წლის აქციებზე მამის სანახავად არ მიდიოდა, სამსახურიდან არ გამომაგდონო, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოხვედით ჩვენს სისხლზე. 2012 წელს აღარაფერს ვლაპარაკობ, 2016 წელს გაგვიყალბეთ არჩევნები, გარეთ დაგვტოვეთ და კიდევ გაბედეთ და 2020 წელსაც იგივე გააკეთეთ”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო