ირაკლი კობახიძე - საოლქო კომისიებში ხმების გადათვლის და დაზუსტების პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობაზე მეტყველებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აქციები საოლქო კომისიებთან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა. მისივე თქმით, საოლქო კომისიებში ხმების გადათვლის და დაზუსტების პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობაზე მეტყველებს.

„ხმების გადათვლა საოლქო კომისიებში საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა და ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება, რაც მოწმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას და გამჭვირვალობას.

ამ პროცესზე დასწრების საშუალება ყველა შესაბამის სუბიექტებს აქვთ. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. თუ სადმე რამე ხარვეზია, ეს უნდა დაზუსტდეს. რაც შეეხება იმ აქციებს, რომლებიც საოლქო კომისიების წინ ტარდება, ეს მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არაა რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა იმ შედეგებს დაადასტურებს, რაც საბოლოო ჯამში, ფიქსირდება ცესკო-ს მიერ - ვგულისხმობ, წინასწარ მონაცემებს ანუ გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი და რეალურად საფუძველი არ ჰქონდათ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გაპროტესტებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმედებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა და დაზუსტებაც ამ ყველაფერს აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას, ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ, ასეთ კულტურას ისინი ვერ ავლენენ. საჭიროა, რომ მათ დამოკიდებულება შეიცვალონ პოლიტიკის მიმართ და საკუთარი ქცევის მიმართ პირველ რიგში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო