ხათუნა გოგორიშვილი - ის, რაც ხდება ახლა საოლქო კომისიებთან, თავიდან ბოლომდე თამარ ჟვანიას „დამსახურებაა“

ის, რაც ხდება ახლა საქართველოში საოლქო კომისიებთან, თავიდან ბოლომდე პირადად თამარ ჟვანიას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის „დამსახურებაა“,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა საოლქო კომისიებთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო “უსუსური მიზეზებით” აცხადებს უარს ხმების ხელახლა გადათვლაზე.

“საქმე იმაშია, რომ დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესულ საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით, თბილისში მარტო 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზეა მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, რომ არსად, არცერთი უბნის გახსნა არ მოხდეს და არაფერი ხელახლა არ გადაითვალოს. ამას აკეთებენ ისეთი უსუსური მიზეზით, როგორიცაა ის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი, პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ არის ბლანკზე და ა.შ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა”,- განაცხადა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები იმართება. აქციებზე ხმაური და დაპირისპირებაა. აქციები ისანში, გლდანში, საბურთალოზე, ბათუმში, ბოლნისსა და წყალტუბოში მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა