ისანში საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდას კომისიის შენობაში "დაცვის პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა ".

კომისიის შენობაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელთან აქტივისტებმა კარტოფილით წარწერა " ამ სისტემის დედაც" გააკეთეს, საღებავით კი დაწერეს: "მონებო". კომისიის შენობასთან აქციას "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და ოპოზიციის წევრები მართავენ. მათ მოძრაობა "შეცვალეც" შეუერთდა. პარალელურად კომისიის შენობაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე ტომრით კარტოფილი მიიტანეს, რითაც მათივე თქმით, გამოხატავენ პროტესტს იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ ხალხი მოისყიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა