"ევროპული საქართველოს" კომისიის წევრმა ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

"ევროპული საქართველოს" კომისიის წევრმა ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც სხდომიდან გამოსულმა ნანა მინასენმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჩივრების განხილვა ფორმალურად მომდინარეობდა, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად საჩივრების განხილვის პროცედურა დატოვა.

როგორც მან განმარტა, შეიძლება "ისნის საარჩევნო ოლქში არჩევნები არ ჩატარებულა".

"სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგანაც მივუტანე ოქმები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს. ვითხოვე ამ ოქმების გადამოწმება, რაზეც მივიღე უარი. გააძევეს დამკვირვებელი, მედიის წარმომადგენლები. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ უბნების გადათვლა ხელმეორედ", განაცხადა ნანა მინასენმა.

პარალელურად კომისიის შენობასთან "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა