ხატია დეკანოიძე - საოლქო საარჩევნო კომისიები გაყალბებული არჩევნების თავიდან გაყალბებას ცდილობენ, ეს გაყალბების კანტორაა

ეს არის გაყალბების კანტორა, ფორმალურია ეს ყველაფერი, რაც ხდება, გაყალბებული არჩევნების თავიდან გაყალბებას ცდილობენ საოლქო საარჩევნო კომისიები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისია არის წარმოუდგენელი გაყალბების კანტორა.

"81-ე უბანზევე დაკარგულია ბიულეტენები. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. კარუსელი ტრიალებდა. 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი. მოვედით გასაპროტესტებლად. საჩივრებზე ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ შიგნით და არცერთ საჩივარს არ იხილავენ. ეს გამყალბებლები, ეს ბიძინას მონები ხელს იწევენ ფორმალურად, ჩემს წარმომადგენელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოძალადე აღმოჩნდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, რომელმაც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს წიხლი ჩაარტყა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა