“ლელოს” განცხადებით, მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და “ქართული ოცნების” უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვაზე არ დაუშვებენ

“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირება შეაფასეს და განაცხადეს, რომ დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომ არცერთი პარტიის საჩივარი არ განიხილოს. “ლელო” აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის დანაშაული.“არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური გაყალბების გაგრძელება. დღეს წყდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაგვართვეს არჩევანის უფლება, წაგვართვეს ხმის უფლება. მოგიწოდებთ ყველას დაიცვან საკუთარი არჩევანი. ხოლო საოლქო კომისიას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულის გადაწყვეტილებებს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა კუპრაძემ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ხელისუფლებაში ყოფნა, მოქალაქეების ხმების მოპარვის ხარჯზე სურს.

“არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ხმების მოპარვის ხარჯზე უნდათ მესამე ვადით დარჩენა, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეკისრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და აპარატის თითოეულ წევრს, რომლებიც ჩართულები არიან ძალიან მძიმე დანაშაულებრივ პროცესში. საზოგადოებას კი ერთიანობისკენ და თავიანთი ხმების დაცვისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს მედეა მეტრეველი.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ლელომ“ 300 საჩივარი შეიტანა. “ამ წუთში როდესაც ჩვენ სიტყვით მოგმართავთ, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მასშტაბით დააკანონოს ის უმსგავსობა, რაც უნდათ რომ არჩევნების სახით თავს მოგვახვიონ. დღეს საქართველოს თავისუფლების და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების ბედი წყდება საოლქო კომისიებთან. მხოლოდ “ლელომ” 300 საჩივარი შეიტანა და არცერთის განხილვა არ ხდება. ეს არის რუსული ოცნების თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ,”-განმარტა დათუნაშვილმა.

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მოსახლეობას ხმების დაცვისა და სამართლებრივ ჩარჩოში პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდა.

“ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა რუსულმა ოცნებამ, როდესაც სამგორის ოლქში ერთ-ერთი უბანი გახსნა და აღმოჩნდა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და სიყალბე. როგორც კი შეატყვეს რა დღეში იყვნენ და მათი ფარსი მჟღავნდებოდა ტოტალურად ყველგან უარი თქვეს გასაჩივრებაზე. სამართლებრივად მიუღებელი ფაქტებით გვეუბნებიან, რომ საჩივრის განხილვა არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ მშვიდად კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პროტესტი გამოვხატავთ და ჩვენი ხმები დავიცვათ“, - აცხადებს სამუშია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს