ირმა ნადირაშვილი - დავინახე, როგორ ახოხიალეს მიწაზე აქტივისტები და შემდეგ მანქანებში ჩატენეს

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პოლიციის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხდება. ამის შესახებ ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ისნის მეხუთე საოლქო კომისიის შენობასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპიზიციის წევრები და პოლიტიკური პარტიების აქტივისტები აქციას მართავენ.

ისინი საოლქო კომისიაში შესვლას და საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა პოლიციასა და აქტივისტებს შორის. ირმა ნადირაშვილის თქმით, მან თვითონ დაინახა, "როგორ ახოხიალეს მიწაზე აქტივისტები და შემდეგ მანქანებში ჩატენეს".

ნადირაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად გადაიყვანა პოლიციამ ისანში მიმდინარე აქციაზე დაკავებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო