აქციაზე დაკავებული გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს

ისანში, საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მან თავად განუცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება ცესკო-ს თანხმობის გარეშე არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში, ისანსა და საბურთალოზე ვითარება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, თბილისში ჯამში 9 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო