მოსკოვის სკოლებში სწავლის დისტანციური რეჟიმი 2 კვირით გახანგრძლივდა

მოსკოვის სკოლებში, მე-6-მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლის დისტანციური რეჟიმი 2 კვირით გახანგრძლივდა, - რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მესამე კვირაა უფროსკლასელები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებში კოვიდინფიცირების შემთხვევები თითქმის განახევრდა, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისიდან კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, რის გამოც სწავლის დისტანციური რეჟიმის 2 კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ბევრ ბავშვს სურს სკოლებში დაბრუნება და ეს გასაგებია, თუმცა არსებულ სიტუაციაში და იმის ფონზე, რაც ჩვენს გარშემო და საზღვრებს გარეთ ხდება, ეს ჯერ ადრეა,“- განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში მე-6- მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლის დისტანციური რეჟიმი 19 ოქტომბერს, საშემოდგომო არდადეგების შემდეგ ამოქმედდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა