სამინისტრო - ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, 2019 წელს FAO-ს მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიებს შორის გამოცდაში ჩაერთო, სადაც მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იღებდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მონაწილეებს ნიადაგის 3 ბრმა ნიმუში დაეგზავნათ, რომელზეც, მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მეთოდების მიხედვით, შეზღუდულ დროში განახორციელეს კვლევები. ლაბორატორიებმა თითოეული ნიმუში 3 განმეორებაში შეასრულეს, რადგან, სიზუსტესთან ერთად, ცდომილების შკალაც დადგენილიყო.

საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შემდეგაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. წლის ბოლოსთვის, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას 2 სამუშაო-ლაბორატორიული და 2 სასწორისთვის სპეციალური ლაბორატორიული მაგიდა გადაეცემა.

უწყების ცნობით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლაბორატორიებს შორის გამოცდა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ FAO-მ ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი(GLOSOLAN) 2017 წელს დააარსა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წელს შეუერთდა. 2019 წელს შეიქმნა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპისა და ევრაზიის ქსელი (EURSOLAN), რომლის თავმჯდომარედაც 2 წლის ვადით, ნიადაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძეა არჩეული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს