სერგი კაპანაძე - სრული აგონიაა, ისე იქცევიან, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში

დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებაზე ყველაზე კარგ პასუხს 8 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მისული მოსახლეობა გასცემს. მისივე განმარტებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, მოთხოვნები კი უცვლელია - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

„ეს არის სრული აგონია, ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ და პრაქტიკულად არ დააკმაყოფილეს არც ერთი საჩივარი. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს, რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახავენ და ეს პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ბრძოლა არ დასრულდება წარმატებით და წარმატება ამ შემთხვევაში, არის არჩევნების განმეორება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში. ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი იმიტომ, რომ რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს