სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აქვს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პატრიარქი მონტენეგროს ეკლესიის მეთაურის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს ეკლესიაში ბევრ ადამიანს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანციას იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი კი გარდაცვლილ ეპისკოპოსს კოცნიდა. პანაშვიდს ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და სხვა მაღალჩინოსნები.

იხილეთ ვიდეო:სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო